სოფელ გურჯაანის თონეში ორი მამაკაცი იპოვეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
60 და 35 წლის ასაკის მამაკაცები მამა-შვილი არიან. სავარაუდოდ, ისინი ბუნებრივი აირით მოიწამლნენ.
ამ დროისათვის, ორივე გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში იმყოფებიან.
წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, შესაძლოა მათი თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაიწყო გამოძიება.