მამა უკრაინაში წავიდა 2014 წელს…მუდმივად ბრძოლის ველზე იყო – ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს არ იყო უკრაინის ომი, ეს იყო საქართველოს ომიც: უკრაინაში გმირულად დაღუპული ზაზა ბიწაძის შვილი

883
ზაზა ბიწაძის შვილი

უკრაინაში გმირულად დაღუპული ზაზა ბიწაძის შვილი „ტვ პირველთან“ მამის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ზაზა ბიწაძე უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა და ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მთელი მსოფლიოს ომი იყო.

„აუ, რა მაგრად გაგვიჭირდება უშენოდ ცხოვრება ზაზა ძმაო…“ – ვანო ნადირაძე უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლზე

„მამა უკრაინაში წავიდა 2014 წელს…მალევე, რაც შეტაკებები დაიწყო უკრაინაში. მე-9 წელიწადია იქ იბრძოდა. მუდმივად ბრძოლის ველზე იყო.

ბოლო პერიოდში, რაც შეტაკებები აქტიურად დაიწყო უკრაინაში, ყოველ ორ-სამ დღეში ერთხელ მაინც ვსაუბრობდით. ძალიან ამაყი იყო. ისე იქ ამდენი ხანი არ გაჩერდებოდა. ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს არ იყო უკრაინის ომი, ეს იყო საქართველოს ომი და არის მთელი მსოფლიოს ომიც. ის იქ ძალიან დიდ საქმეს საკეთებდა“, – განაცხადა გარდაცვლილი ზაზა ბიწაძის შვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.