LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაჩემისა და დედაჩემის ოფლით აშენებული სახლი სოხუმში, ახლა სხვა „მეპატრონე“ ჰყავს…ფოტოზე ჩანს ჩემი საძინებლის ფანჯრები, ოღონდ გული არ გასკდეს…მე და ჩვენი ოჯახი შევაღებთ ამ ჭიშკარს!“ – კახა კვაშილავა

455
ფაფაფ

სოხუმიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ჟურნალისტი კახა კვაშილავა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

კვაშილავა, სოხუმში მდებარე, საკუთარი სახლის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სახლს ახლა სხვა მეპატრონე ჰყავს.

სახლის ჭიშკარი კი, რომელიც ფოტოზე ჩანს, კახა კვაშილავას ოჯახს, ჯერ კიდევ 1988 წლის მაისში შეუღებავს.

„მამაჩემისა და დედაჩემის ოფლით აშენებული სახლი სოხუმში, რომელშიც სულ 15 წელი იცხოვრეს. ახლა სხვა “მეპატრონე” ჰყავს..

ეს ჩვენი სახლის ჭიშკარი. იცით, ვისი შეღებილია და თუნუქმიკრულია?

ახალი “მეპატრონის” არა. ჩვენი! დიახ, ჩვენი შეღებილია. მახსოვს, 1988 წლის მაისში რომ ვღებავდით მთელი ოჯახი.

ახლა გამოთვალეთ, რამდენი წელი გავიდა.

ახლა გამოთვალეთ, რამდენი წელია, ხელი არ შეუვლია არაფრისთვის ჭიშკარზე ჩემი მშობლების სახლის ახალ “მეპატრონეს”…

სხვა ფოტოში კი ჩანს, რომ ეზოს ერთ კუთხეში ნამდვილი სანაგვე მოუწყვიათ…

მამაჩემს უთხრა ახალმა “მეპატრონემ”, შენს სახლზე 10 წელია, თვალი მიჭირავსო.

10 წელი თვალი კი ეჭირა, მაგრამ 30 წელია, მის ოჯახს არაფერი გაუკეთებია.

ფოტოზე ჩანს ჩემი საძინებლის ფანჯრები….

ოღონდ გული არ გასკდეს….

ჩემი ბავშვობის ტკბილი სახლი.

ჩემი სახლი!

ჩემი ოფიციალური იურიდიული მისამართი, რომლითაც ვამაყობ, ვინახავ და ვუფრთხილდები!

მე და ჩვენი ოჯახი შევაღებთ ამ ჭიშკარს!“ – წერს კახა კვაშილავა და ფოტოს აქვეყნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები