LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაჩემმა ვერაფერი მოასწრო. ვერც ავადმყოფობა.. ძალიან მაკლია ის ლაპარაკი, სადღაც ჩაკარგული და უთქმელი სიტყვები“ – გიორგი კეკელიძე მამის დაბადების დღეს ემოციური პოსტით ეხმაურება

125
020f677f51f8b61f6be5dc0b6f8cf904 (2)

მწერალი გიორგი კეკელიძე მამის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური ტექსტით გამოეხმაურა.

როგორც კეკელიძე წერს, მამასთან გატარებულ დღეებზე ფიქრი დღემდე სტკივა.

„დღეს მამაჩემის დაბადების დღეა. მამაჩემმა ვერაფერი მოასწრო. ვერც ავადმყოფობა. ამისწინ, საავადმყოფოს მოსაცდელში რომ ვიდექი, კაცი იდგა სხვაც და ზურგიდან ძალიან ჰგავდა. მაშინ ვინატრე, ნეტავ ასე მაინც ყოფილიყო-მეთქი და ერთად გვევლო ანალიზებზე, გადასხმებზე და მაგგვარ ამბებზე. გვევლო და გველაპარაკა. სულ ცოტა ხნით რომ ჩავდიოდი შინ, მეუბნებოდა, თხილს რომ ვკრეფ და ბალახს ვცელავ, შენთვის სათქმელს ვაგროვებ და ახლა თლა მავიწყდებაო. ჰოდა, ძალიან მაკლია ის ლაპარაკი, სადღაც ჩაკარგული და უთქმელი სიტყვები. სად წავიდნენ? რომელი თხილის ძირში ვეძებო ახლა?“, – წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g