LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი ავტომობილს 70 წელი მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა

61
driverlcnz

დიდ ბრიტანეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. როგორც დაკავებულმა სამართალდამცავებს უთხრა, ავტომობილის საჭესთან ის 12 წლიდან ზის და მართვის მოწმობის აღება არასდროს უფიქრია.

პოლიციამ დამნაშავე სუპერმარკეტის პარკინგზე გააჩერა და გაოგნებული დარჩა, როდესაც 1938 წელს დაბადებულ მოქალაქეს საჭირო დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდა. უფრო მეტიც, მთელი ამ წლების განმავლობაში მისი ავტომობილი პოლიციას ერთხელაც არ გაუჩერებია.

მამაკაცს საბედნიეროდ, უბედური შემთხვევა არასდროს მოსვლია. ის ამჟამად დაკავებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.

ზოგადად, მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვა სოლიდურ ჯარიმას და რიგ შემთხვევაში მართვის უფლების სამუდამო ჩამორთმევას იწვევს.

პოლიციას უფლება აქვს, ასეთ მძღოლს სატრანსპორტო საშუალებაც ჩამოართვას და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიტანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები