არაბთა გაერთიანებული ემირატების მაცხოვრებელმა მეუღლესთან გაშორება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის უმაკიაჟოდ პირველად ნახა.
როგორც გამოცემა Metro წერს, ცოლ-ქმარი ერთად ისვენებდა. როდესაც ქალმა კოსმეტიკა იმისთვის მოიშორა, რომ აუზში საბანაოდ ჩასულიყო, სწორედ ეს იყო პირველი შემთხვევა, რაც მეუღლემ ის უმაკიაჟოდ ნახა. მამაკაცმა მაშინ გაიგო, რომ მის 24 წლის ცოლს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, ატარებს ხელოვნურ წამწამებსა და კონტაქტურ ლინზებს.
მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი დაინახა, მან თავი მოტყუებულად იგრძნო და განქორწინება გადაწყვიტა.