LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელიც უკრაინაში მინისტრთა კაბინეტში ხელყუმბარით შეიჭრა, სამართალდამცველებმა დააკავეს

71
1

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.

Unian-ის ინფორმაციით, შემთხვევა ირპენში მოხდა, ინციდენტის ადგილიდან კი ვიდეო ორგანიზაცია Stop Corruption-ის წარმომადგენელმა იგორ ბონდარჩუკმა გაავრცელა.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი ყვიროდა, რომ მან შენობა დაიკავა, ადამიანები მძევლად აიყვანა, სამართალდამცველებს არ დანებდებოდა და შენობიდან ცოცხალი არ გავიდოდა.

მოგვიანებით, საქალაქო საბჭოს მოადგილე იგორ გოლოვენკომ მედიაში გავრცელებული ვიდეოს კომენტარებში აღნიშნა, რომ მამაკაცი  სავარაუდოდ ვეტერანია.

დაკავებულის შესახებ მედიაში განახლებადი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით ის არის ვეტერანი, ამჟამად მეწარმე ირპენიდან – ვლადიმერ პროხნიჩი.

პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ყუმბარა საბრძოლო იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g