LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელმაც 250 ათასი ევრო მოიგო, თანხას ვერ იღებს

85
latariaa

ალჟირელი მამაკაცი, რომელმაც ბელგიაში 250 000 ევრო მოიგო (206 000 ფუნტი; 270 000 დოლარი), მოგებულ თანხას ვერ იღებს, რადგან არ აქვს ვინაობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი. პრიზი ძალიან დიდია იმისთვის, რომ ნაღდი ფულით გადასცენ, მას კი არ აქვს საბუთები, რომელიც საჭიროა საბანკო ანგარიშის გასახსნელად.

გამარჯვებული ამბობს, რომ სურს მოგებული ფული ბელგიაში ცხოვრების ასაწყობად გამოიყენოს.

“როდესაც ფულს ვიღებ, ვაპირებ ვიყიდო საცხოვრებლად ბრიუსელში და შესაძლოა მანქანაც”, – განუცხადა მამაკაცმა, რომლის ვინაობაც უცნობია, ბელგიურ გაზეთ Het Laatste Nieuws-ს და დაამატა “მეც ვეძებ ცოლს, ჩემი ფულით კი არ ვაპირებ ვიპოვო, არამედ გულით“, – უთხრა მან Het Laatste Nieuws-ს.

გამარჯვებულმა უნდა მოძებნოს ფულის მოთხოვნის გზა. თუმცა ლატარიის კომპანიის სპიკერმა არ აკონკრეტებს, რომელი დოკუმენტი იქნება საჭირო მოგების მისაღებად.

ბარათი ახლა ინახება ქალაქ ბრიუგეში, ზეებრუგის პორტთან ახლოს, სადაც ის იყიდეს.

ბელგიური მედიის ცნობით, გამარჯვებულმა ალჟირი ოთხი თვის წინ დატოვა, გემით ესპანეთში გაემგზავრა. იქიდან ფეხით გაიარა ესპანეთი და საფრანგეთი, სანამ ბელგიას მიაღწევდა.

წყარო: BBC

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g