თელავში მცხოვრები კაცი, რომელმაც ერთი კვირის წინ ცოლი მოკლა, მოგვიანებით კი დაზიანებები საკუთარ თავს მიაყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. როგორც ცნობილია, მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით სახეში არეში ჰქონდა მიყენებული და რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შემთხვევა დღეს, ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა.
თელავში ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი დაჭრილია
ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში იყო და თავიდანვე ჩანდა, რომ მისი გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა.
მოკლული ქალი დუბაიდან რამდენიმე დღის ჩამოსული იყო – ახალი დეტალები თელავში მომხდარი მკვლელობიდან
შეგახსენებთ, მკვლელობა 23 სექტემბერს თელავში მოხდა. როგორც ცნობილია, ქმარმა ცოლი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. მან მეუღლეს იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. მეზობლების ინფორმაციითვე, ქალი დუბაიდან რამდენიმე დღის ჩამოსული იყო. მათივე თქმით, ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობდა და ისინი გაშორებულები იყვნენ.