LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული ქალი დუბაიდან რამდენიმე დღის ჩამოსული იყო – ახალი დეტალები თელავში მომხდარი მკვლელობიდან

761
kaxeti telavi

მკვლელობა კახეთში – ქმარმა ცოლი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. შემთხვევა დღეს, თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქმარმა ცოლს იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, თავად კი დაჭრილია. მან თვითმკვლელობა სცადა. 

თელავში ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი დაჭრილია

შემთხვევა დღეს, ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა.

მეზობლების ინფორმაციითვე, ქალი დუბაიდან რამდენიმე დღის ჩამოსული იყო. მათივე თქმით, ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობდა და ისინი გაშორებულები იყვნენ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცხედარი პირველად ქალის შვილმა ნახა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება 11-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, ძირითად მუხლი კი 109-ე მუხლის მეორე ნაწილია, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები