დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში, უბნის ბავშვებს კოპრუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დიმიტრი ტატიშვილს ცოლი და 4 შვილი დარჩა. მან საზოგადოებას თავი ორიოდე თვის წინ დაამახსოვრა, როცა დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შესძლებოდათ.