LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა კარანტინში მყოფ 80 წლის დედას ამწეთი მიაკითხა

971
covdmanseemom

45 წლის ამერიკელ ჩარლზ ადამსს 80 წლის დედის ნახვა სურდა, თუმცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლიდა. მამაკაცს უსაფრთხოების წესების დარღვევა არ უნდოდა, ამიტომ კრეატიულობას მოუხმო. მან სამსახურეობრივი სატვირთო გამოიყენა და მოხუცებულთა პანსიონატის მესამე სართულზე მცხოვრებ დედას ასე მიაკითხა.

„დედაჩემი სულ მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ჩემთან ერთად სადილი მოენატრა, მე მას სულ ვუმეორებდი, დედა ხომ იცი რომ ეს შეუძლებელია, რაც მას ძალიან წყინდა“, – განაცხადა ადამსმა.

სიტუაციის გაუარესებასთან ერთად მოხუცებულთა პანსიონატებში წესები გამკაცრდა, ჩარლზს კი მათი დარღვევა ნადვილად არ სურდა.

აივანთან საყვარელი შვილის ნახვამ ქალბატონი ძალიან გაახარა და ცოტა ხნით რთული სიტუაციაც კი დაავიწყა.

ამწეს გამოყენება მარტივი არ არის, ამიტომ ადამსი ყველას ურჩევს, რომ საყვარელი მშობლები ხშირად მოკითხვით გაამხნევონ ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g