LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ნარკოტიკის ხარისხის გადასამოწმებლად პოლიცია გამოიძახა

54
Capture

ამერიკელმა ბარში მეტამფეტამინი შეიძინა და ნარკოტიკის ხარისხის შესამოწმებლად პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა LADbible ავრცელებს.

ფლორიდას შტატში მცხოვრებმა, 41 წლის ტომას იუჯინ კოლუჩიმ სამართალდამცავებს დაურეკა და პირდაპირ უთხრა, რომ ნარკოტიკი ჰქონდა და მისი ხარისხის შემოწმება სურდა. ამერიკელმა პოლიციას ისიც დაუზუსტა, რომ ნივთიერება ადგილობრივ ბარში შეიძინა და ადგილის გადამოწმებაც შესთავაზა.

როდესაც მამაკაცთან სახლში ოფიცრები მივიდნენ, მათ 2 პაკეტი აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს. ტომასმა მათ უთხრა, რომ ძალიან „გამოცდილი ნარკომანი“ იყო და ამ მეტამფეტამინს რაღაც ვერ ჰქონდა რიგში. მან ისიც დაამატა, რომ თავისი საქციელით სხვა ადამიანების დაცვას ცდილობდა, რათა უხარისხო ნარკოტიკი აღარავის ეყიდა.

პოლიციამ ამერიკელი მაშინვე დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. მოგვიანებით მას ბრალი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს და გირაოს – 7 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები