LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა რჩეულს ვალენტინობას McLaren 570S აჩუქა

20

ამერიკული საავტომობილო პორტალები წერენ, რომ ბრიტანელმა გოგონამ ვალენტინობის დღეს საკმაოდ უჩვეულო საჩუქარი მიიღო – შეკვეთით დამზადებული როდსტერი McLaren 570S Spider, რომელიც განყოფილება MSO-ს მიერ არის გაუმჯობესებული. McLaren-ში უარი თქვეს ასეთი გულუხვი კლიენტის გვარის გახმაურებაზე, მაგრამ განაცხადეს, რომ შემკვეთი „გამოუსწორებელი რომანტიკოსია“.

14 თებერვალს გაჩუქებული როდტსერი McLaren 570S Spider წითელ ფერშია გადაწყვეტილი. საღებავი სახელწოდებით Vermillion Red – McLaren Elite-ის პალიტრისთვის არის მისაწვდომი. სიახლე წითელი სამუხრუჭე სისტემით არის აღჭურვილი, ასეთივე ფერის აქცენტები დაყვება Pirelli P Zero-ს საბურავებს.

უნიკალური სპორტქარის ინტერიერი შავი და წითელი ტყავით არის გაწყობილი.

McLaren 570S Spider-ს კაპოტ ქვეშ 3,8 ლიტრის მოცულობის ძრავი აქვს, რომელიც ას კილომეტრამდე აჩქარებას 3,1 წამში ახერხებს.

სუპერქარის ღირებულება უცნობია, თუმცა ექსპერტებმა ის 210 000 დოლარად შეაფასეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები