ბრიტანელ მამაკაცს სიმაღლის გამო ავტომობილის მართვის უფლება ჩამოართვეს. გამოცემა „The Telegraph“-ის ინფორმაციით, სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ 26 წლის ადამ ელიოტის სიმაღლე სხვა მძღოლებს ძალიან აბნევს.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ადამი Ford ka-ს კაბრიოლეტის მართვის დროს გააჩერეს. სამართალდამცავები მანქანის ზემოთ ამოყოფილმა ტანმა დააბნია, მათ ეგონათ, რომ მძღოლი საჭის მართვის დროს ფეხზე იდგა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცის სიმაღლე 2 მეტრია, რაც სხვა მძღოლებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ამიტომ, ელიოტს მართვის მოწმობა ჩამოართვეს.
აღსანიშნავია, რომ ზედმეტად მაღალმა მძღოლმა გადაწყვეტილება უკვე გააპროტესტა და სასამართლოს შემდეგი სხდომა თებერვლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.