LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მამაო ჩვენო“-ში, „მოვედინ სუფევა შენი“-ს ეუბნები და არ იცი ეს რას ნიშნავს… არ შეიძლება ღმერთს სთხოვო ის, რაც არ იცი“ – მამა თეოდორე

1854
1587197706-მამა-თეოდორე-1024x568

მამა თეოდორე გიგნაძე სოციალურ ქსელში ლოცვის მნიშვნელობასა და მის შინაგან არსზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ლოცვა მხოლოდ დაზეპირებული ტექსტის წაკითხვა არ უნდა იყოს.

„ყველა ლოცვა უნდა იყოს „შენი სიტყვებით“.

ის ტექსტი, რომელსაც კითხულობ, შენს სიტყვებად თუ არ იქცა— თუთიყუშს დაემსგავსები,

ამიტომ,

უნდა ისწავლო შენი სიტყვებით საუბარი ღმერთთან,

უნდა იყო გულწრფელი ღმერთთან ურთიერთობაში,

მაგალითად: ,,მამაო ჩვენო“-ში, „მოვედინ სუფევა შენი“-ს

ეუბნები,

და არც იცი, ეს რას ნიშნავს…

არ შეიძლება ღმერთს სთხოვო ის, რაც არ იცი…

თან რასაც ითხოვ — შესაბამისად უნდა ცხოვრობდე…

არ შეიძლება ,,წმიდა იყავნ სახელი შენი” უთხრა,

და ამ დროს, შენ წუმპეში იწვე და არც ცდილობდე იქიდან ამოსვლას…“, – წერს მამა თეოდორე გიგნაძე.

გვერდის ამონარიდების არქივიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g