LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეჩეთებში ჯგუფურად ლოცვები დროებით აიკრძალა

134
BeFunky-collage (1)

მეჩეთებში ჯგუფურად ლოცვები დროებით აიკრძალა. საუბარია პარასკევის და ასევე, იმ ლოცვების შესახებ, რომელზეც ბევრი ხალხი იკრიბება. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ გააკეთა. მისი თქმით, მეჩეთები არ იკეტება და მსურველები ლოცვებს ინდივიდუალურად შეასრულებენ.

შეზღუდვა კი მუსლიმთა კავშირმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დააწესა.

“ვინაიდან ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაღეთით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ შემთხვევაში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს პარასკევის ლოცვის ვალდებულება არ ეკისრება. ასევე, ადამიანის ქონებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. ვინაიდან ახალი კორონავირუსის გავრცელება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, ზემოთ ხსენებული ლოცვების ჯამაღეთით შესრულების ვალდებულება დროებით მოხსნილია. ამ შემთხვევაში პარასკევის ლოცვის ნაცვლად, საკუთარ სახლებში შუადღის ლოცვა შესრულდება.

მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ღია დარჩება ლოცვის ინდივიდუალურად შესრულების მსურველთათვის.

აქვე, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს მოგიწოდებთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ ოპტიმიზმით განწყობილი და არ ჩავვარდეთ პანიკაში, სრულად დავიცვათ ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მივენდოთ ღმერთს. ახსოვდეს ყველას, რომ მხოლოდ მტკიცე რწმენითა და ოპტიმიზმით შევძლებთ სიძნელეებზე გამკლავებას. ვილოცოთ ყველამ ამ სირთულიდან თავის დაღწევისა და თითოეული სნეულის მალე გამოჯანმრთელებისთვის. კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებს კი ვუსურვებთ გამძლეობას და მოთმინებას. შევთხოვთ დიად გამჩენს მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა მსგავსი უბედურებებისა და ეპიდემიებისგან დაიფაროს.აამიინ!“-ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები