LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა თეოდორე გაგნიძე: „როცა ადამიანს ლოცვა ეზარება, ეს ნიშნავს, რომ მის შინაგან სამყაროში რაღაც არაჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს“

178
mama-teodore-gignadze-2020-04-14_10-45-34_670460

დეკანოზი თეოდორე გაგნიძე ერთ-ერთ ქადაგებაში ლოცვაზე საუბრობს.

მისი თქმით, ფრაზა „ლოცვა მეზარება“ ქრისტიანული თვალსაზრისით პარადოქსულია, ვინაიდან ლოცვა თავისი არსით აბსოლუტურ სიკეთესთან და სამყაროს შემოქმედთან დიალოგში შესვლას ნიშნავს.

მამა თეოდორემ ყურადღება გაამახვილა იმ სულიერ მდგომარეობაზე, როდესაც მორწმუნეები სულიერ სიზარმაცეს უჩივიან და აღნიშნა, რომ ეს რეალურად სერიოზულ შინაგან დარღვევებზე მიუთითებს.

„ადამიანი მოდის და მეუბნება: ‚მამაო, ლოცვა მეზარება”. შეუძლებელია ადამიანს ლოცვა ეზარებოდეს. ლოცვა არის სამყაროს შემოქმედთან აბსოლუტური სიკეთე და არის ნამდვილი სიცოცხლე – მასთან დიალოგში შესვლა. როგორ შეიძლება ადამიანს სიცოცხლეში მყოფობა, სიკეთეში და აბსოლუტურ ბედნიერებაში მყოფობა ეზარებოდეს? ესე იგი, როცა შენ ლოცვა გეზარება, რაღაცა გვჭირს არაჯანსაღი“, – აღნიშნა დეკანოზმა ქადაგებისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g