არასდროს მითხოვია არავისთვის დახმარებაა და მსგავსი პოსტიც არასდროს დამიწერია. სოციალურ ქსელში სალო ბერიძე ემოციურ წერილს ავრცელებს.
”მამას მიკლავენ ხალხო”! ახლა გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა ბატონ, გახარიას. გაიგოს ეს ყველაფერი, რომ სხვებმაც ჩემსავით ის ტკივილი არ გადაიტანონ, რაც მე გადავიტანე.
მამა ცოცხალი გამომაყვანინეთ რეფერალური სავადმყოფოდან მეტი არაფერი არმინდა. გუშინ, საღამოს 6 საათზე გამოვიძახეთ სასწრაფო. მეორე დღეს გამთენიის 5 ის ნახევარზე მოაღწია ჩვენთან 11 საათიანი ლოდინის შემდეგ (3 საათი სასწრაფოს დაგვიანებას არაუშავს და 11 საათი ესეც არაუშავს?). საათნახევარი სასწრაფო ჩვენთან იყო და არკვევდა, რომელი სავადმყოფო მიიღებდა (აქვე გეტყვით, მამას 5 წლის უკან გაკეთებული აქვს შუტირება გულზე, აქვს შაქარი, არის ინსულინზე, ერთ ფეხზე ტერფი მოჭრილი აქვს მეორე ფეხზე 2 თითი აქვს დარჩენილი) ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა საავადმყოფოს ეშინია და გაიძახიან ადგილი არ არისო. ამ დროს, ბატონი გახარია გამოდის ტელევიზიაში და ბათუმში 800 მდე ადგილიაო. სადა არის ადგილი?
აქვე, მინდა ვთქვა ის რომ სასწრაფოს ექიმი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მამაჩემი გადაერჩინა და რომელიმე კლინიკას მიეღო. საზღვაო ჰოსპიტალი დაგვთანხმდა გადაყვანაზე. მივიყვანეთ და რეანიმაციის განყოფილება არგვაქვსო. მოვიყვანეთ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და ზუსტად 20 წუთი, ემერჯენსის შესასვლელთან ყავდათ ისე, რომ არავის გამოუხედია.
ექიმი შევიდა, ადგილი არ გვაქვსო. უნდა წაიყვანოთო. ამ დროს, მე სახლში ვარ და მირეკავს დედაჩემი, სასწრაფოს მანქანაში ვზივართ ჟანგბადი დაუმთავრდათო. მამაშენი ხელებში მაკვდებაო (ალბათ ხვდებით ჩემს რეაქციას რა დღეში ჩავვარდებოდი. აქვე დავამატებ, მამაჩემი სახლიდან საკაცით კი არა, სკამით ჩავიყვანეთ, მეზობლები ვაღვიძეთ და მათ ვეხვეწეთ, რომ ჩაეყვანათ. არც დამხმარე ბრიგადა და არავინ ყოლიათ) ამ დროს 7-ის ნახევარია, ვდგები და მივდივარ რეფერალურ სავადმყოფოში. მამაჩემს ვუყურებ, უკვე კვდება, ცუდადაა, სახეზე ფერი აღარ აქვს. სიმწრისგან ემეჯერნსის შესასვლელში შევედი, არავინ იყო. ბოლო ხმაზე ღრიალი დავიწყე. გავმწარდი, მამას მიკლავდნენ, ექიმები არაფერს აკეთებდნენ პაციენტისთვის არც კი შეუხედავთ.
სანამ არ ვლანძღე, ”ვაგინე” და არ გავგიჟდი იქამდე არ შეიყვანეს. ჰოი საოცრებავ, ამ დროს რეანიმაციაში ადგილიც აღმოჩნდა.
მამაჩემი ეხლა რეანიმაციაში წევს. წევს თუ არა იქ, ისიც არ ვიცი. ცოცხალია თუ არა, არც ის, იმიტომ რომ არავისი აღარ მჯერა. გამოდის ექიმი და გვეუბნება პაციენტი ძალიან მძიმედაა და ელოდეთ ყველაფერს. ვსვამ კითხვას, ექიმთან ადგილი თუ არიყო სანამ სცენები არ დავდგი მერე როგორ გამოჩნდა? რეაგირება მოახდინეთ ამ ყველაფერს გთხოვთ მამაჩემი ცოცხალი გამომაყვანინეთ რეფერალური სავადმყოფოდან.
დიახ, მამაჩემს კოვიდი დაუდასტურდა. მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლა გვეუბნებიან, რომ გადაყვანა მოგვიწევს. ჩვენ არგვაქვს საჭირო აპარატურა, რაც ამ კაცს სჭირდებაო. ანუ რა გამოდის, კოვიდს დაბრალდება ყველაფერი?! მამაჩემი უმძიმეს მდგომარეობაშია და გვჭირდება სავადმყოფო, სადაც მიღებენ კოვიდიან და ასეთი სირთულის პაციენტს (აქვე დავამატებ იმას თუ მამაჩემს კოვიდი დაუდასტურდა მე და ჩემს ოჯახის წევრებს სასწრაფოდ რატო არგვიკეთებენ ტესტს)?
ერთადერთი შანსი, თბილისში გადაყვანა იყო. დავთანხმდით თუმცა, როგორც კი გადაიყვანეს რეანომობილის საკაცეზე, სისხლდენა აუტყდა. ჩამოიყვანეს ქვემოთ და რეანომობილით რომელი ექიმიც მოგვყვებოდა გვითხრა, რომ უმჯობესია დღეს დარჩენილიყო და იქნებ, და ბათუმში ერთი ადგილი დილამდე გამოჩენილიყოო, რადგან გზას ვერ გაუძლებდა. ”მამაჩემი ”იქნებ”-ის ამარად დატოვეს.
მძიმე პაციენტი, 59 წლის თემურ ბერიძეა. მისი შვილი სალომე ბერიძე კი დახმარებას ითხოვს.
”ვკდები ხალხო, ვკდები. რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არც კი ვიცი, რა ვთქვა. ძალაც აღარ შემწევს. მაინც და მაინც გავლენიანის შვილი უნდა ვიყოოო? ერთი უბრალო გოგო ვარ, რომელიც მამის სიცოცხლს გამო იბრძვის. დამეხმარეთ, რომ თქვენც მსგავს სიატუაციაში არ აღმოჩნდეთ. მინდა, რომ ყველამ იცოდეს რეალურად რახდება ბათუმში და არანაირი 800 ადგილი და 1000ადგილი არა რსებობს. თუ პატრონი არ გყავს ყველას ფეხებზე კიდიხარ. ეს არის მწარე რეალობა”.