LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამას რომ ვუყურებდი, ამდენ კონცერტზე დადიოდა, ძალიან მომინდა, რომ მუსიკით დავკავებულიყავი… დედაც და მამაც, ორივე ხელს მიწყობს, რომ კარგად შევასრულო ჩემი საქმე“ – მართა და ლაშა რამიშვილები პრემიერით „არ დაიდარდოში“

393
ლაშა რამიშვილი
00:00
00:00

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ლაშა და მართა რამიშვილები სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „ასი ქალი მიყვარს ერთად“ და „ზღაპარი“ პრემიერა შედგა.

მართა, როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა, როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში?

მართა: ეს ყველაფერი 5-6 წლის ასაკიდან დაიწყო. ძალიან დამაინტერესა სიმღერამ, მუსიკამ და ძალიან მალე შემიყვარდა. მამას რომ ვუყურებდი, ამდენ კონცერტზე, სპექტაკლზე დადიოდა, ძალიან მომინდა, რომ მუსიკით და ამ სფეროთი დავკავებულიყავი და ვუთხარი, რომ მინდოდა, ამ გზას გავყოლოდი.

ლაშა, რამდენად გაგახარა მართას გადაწყვეტილებამ?

ლაშა: მთლად გადარეული არ ვიყავი ამ ფაქტით…

მართას დებიუტი მაია ასათიანის გადაცემაში „პროფილი“ შედგა, მაშინ მართა 6-7 წლის იქნებოდა. ვიმღერეთ ჩემი საავტორო სიმღერა „მონატრების ფერია“, რომელიც მამა-შვილობაზეა. შემდეგ ამას მოჰყვა მისი „ტიკ ტოკი“, რომელიც ფანტასტიკური, არაჩვეულებრივია.

მართას გადაწყვეტილებას თეატრალურთან დაკავშირებით, მე ძალიან კრიტიკული თვალით ვუყურებ, უფრო მასშტაბური იქნებოდა და უფრო მეტი შესაძლებლობები ექნებოდა კონსერვატორიაში.

მართა, ყველაზე მეტად ლაშას რომელი როლი და სიმღერა მოგწონს?

მართა: პავლე სპექტაკლიდან „გაყრა“, ძალიან სასაცილო როლია, ყოველთვის ძალიან მიყვარდა. რაც შეეხება სიმღერას, „გულის კარი გამიღე“ მომწონს.

ლაშა, ვისაუბროთ შენს სიმღერაზე „ასი ქალი მიყვარს ერთად“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ლაშა: ეს არის არაჩვეულებრივი გოგი ცაბაძის სიმღერა. ჩაიწერა ჩემი გადაცემისთვის „გული მღერის“. ამ სიმღერის ჩაწერის იდეა თამუნა გომართელს ეკუთვნის. ფაქტობრივად, 2 დღეში გააკეთა ფონოგრამა მარიკა ქაცარავამ. სიმღერას დაემატა ერთი კუპლეტი, რომელიც ნანა ცინცაძემ დაწერა.

მართა, უფრო მეტად რომელ მუსიკალურ ჟანრში ხედავ შენს თავს?

მართა: ესტრადა მომწონს ძალიან, ქართულიც, ინგლისურიც, ასევე ოპერა მომწონს, კლასიკა და ვფიქრობ, რომ შემიძლია, ამასაც გავყვე.

მართა, მოგვიყევი შენს სიმღერაზე „ზღაპარი“.

მართა: ეს სიმღერა ოთარ ტატიშვილს ეკუთვნის. მადლობას ვუხდით, რომ ამ სიმღერის შესრულების უფლება მოგვცა. სიმღერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში ჩავწერეთ, მას ეკუთვნის არანჟირება. სხვათა შორის, ამ სიმღერის ჩაწერაზე მარტო ვიყავი წასული, მეგობრებთან ერთად, მამა არ გამომყვა. მე ვთხოვე, რომ ამჯერად მარტო წავსულიყავი.

დედა როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას მუსიკასთან დაკავშირებით?

მართა: სხვათა შორის, დედასაც ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მინდოდა, ამ სფეროს გავყოლოდი. დედაც და მამაც, ორივე ხელს მიწყობს, რომ კარგად შევასრულო ჩემი საქმე, რომ ამ სფეროს გავყვე.

ლაშა რამიშვილი – ასი ქალი მიყვარს ერთად

00:00
00:00

მართა რამიშვილი – ზღაპარი

00:00
00:00

გადაცემის აუდიოჩანაწერი

00:00
00:00

მარტა რამიშვილი – ჭაღარა თბილისო. Live

ლაშა რამიშვილი & მართა რამიშვილი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები