LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამასავით ზრუნავდა ჩვენზე, ბავშვივით უხაროდა ჩვენი წარმატებები… საკმარისი იყო, თვალი თვალში გაგეყარა, ეგრევე გაგიცინებდა, თვალს ჩაგიკრავდა და ისევ მკაცრად გააგრძელებდა საქმეს“ – „სუხიშვილების“ „ოქროს თაობის“ მოცეკვავე თენგიზ ყურაშვილი გარდაიცვალა

248
თენგიზ ყურაშვილი

ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ანსამბლ „თსუ – უნივერსიტეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი თენგიზ ყურაშვილი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თენგიზ ყურაშვილის ახლობლები ავრცელებენ.

ქორეოგრაფის გარდაცვალებას „ფეისბუკში“ უამრავი ადამიანი ემოციური სტატუსით ეხმიანება:

„გარდაიცვალა სუხიშვილების ოქროს თაობის მსახიობ-მოცეკვავე, წლების მანძილზე – თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პედაგოგი, ასევე ქორეოგრაფიულ ანსამბლ თსუ – უნივერსიტეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზ ყურაშვილი.

ჩვენი გვერდის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ! ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს ქორეოგრაფი, თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორი ავთანდილ ჩუბინიძე.

✔ გარდაიცვალა სუხიშვილების ოქროს თაობის მსახიობ-მოცეკვავე, წლების მანძილზე – თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული…

Posted by chub1na.ge on ორშაბათი, 05 აგვისტო, 2024

თენგიზ ყურაშვილის გარდაცვალების შესახებ წერს მსახიობი ნიკა ქავთარაძეც:

„ბატონი თენგიზი გარდაიცვალა…

90-იანების მეორე ნახევარში, ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ უნივერსიტეტის კლუბში – რამე სტუდენტურ ღონისძიებაზე, აუცილებლად დაინახავდით ამ საოცარ კაცს. მოცეკვავის სიარულით და მკაცრი სახით. საკმარისი იყო, თვალი თვალში გაგეყარა, ეგრევე გაგიცინებდა, თვალს ჩაგიკრავდა და ისევ მკაცრად გააგრძელებდა საქმეს.

სტუდენტურ ასაკში გგონია, რომ ყველაფერი, რაც გაქვს გეკუთვნის. მოგვიანებით მივხვდი, რომ თურმე თენგოს მონდომების გამო გვქონდა უამრავი რამ.

გიჟდებოდა ჩვენზე, ცდილობდა მაქსიმუმი მოეცა, ბავშვივით უხაროდა ჩვენი წარმატებები. უნდოდა ყველა აფიშა, ყველა პრიზი კლუბში შეენახა და ამაყად ეთქვა სხვებისთვის ჩვენი ამბები.

დღეებს და ხშირად ღამეებს იქ ვატარებდით, ასე რომ ბატონი თენგიზი მამასავით ზრუნავდა ჩვენზე.

მერე როცა ყველამ ჩვენი გზა და წარმატება ვიპოვეთ, ისეთი სიყვარულით და სიხარულით მხვდებოდა ხოლმე ვაკეში – ყიფშიძიდან უნივერსიტეტამდე გზაზე.

იმდენი რამ გამახსენდა, რომ გავიგე გარდაიცვალა, მთელი დღე ამ მოგონებებში ვარ და სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.

ძალიან მეტკინა…

ბატონი თენგიზი …

ვისაც გიყვარდათ და ვინც უყვარდით, ალბათ თქვენც ჩემსავით დაგასევდიანათ ამ ამბავმა“, – წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

ბატონი თენგიზი გარდაიცვალა… 90-იანების მეორე ნახევარში, ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ უნივერსიტეტის კლუბში – რამე…

Posted by Nika Kavtaradze on ორშაბათი, 05 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g