აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს – ოქროს სასახლეში, ყავისფერი კოსტუმით და უამრავი გამცილებლით.
“მისი დანაშაული იყო მხოლოდ ის, რომ შავკანიანად დაიბადა. და ეს არ იყო მხოლოდ მკვლელობა, ეს იყო სიძულვილით ჩადენილი დანაშაული” – თქვეს დაკრძალვაზე გამომსვლელებმა.
46 წლის ფლოიდი ჰიუსტონის „მემორიალ გარდენსში”, დედის გვერდით დაასაფლავეს.
ფლოიდი უკანასკნელ გზაზე უამრავმა ხელთათმანიანმა და პირბადიანმა ამერიკელმა გააცილა.
ჰიუსტონში, ეკლესიასთან რიგში ასობით ადამიანთან ერთად პოლიციელებიც იდგნენ.
ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რატომ დაიწყო ამერიკაში ქაოსი?
იმიტომ რომ შავია, თუ იმიტომ რომ დამნაშავეა - რასიზმი თავისუფლების ქვეყანაში?!
უკანასკნელ გზაზე პოლიციელის მიერ მოკლული კაცი გააცილა ჯო ბაიდენმაც.
“მე მჯერა რომ ფლოიდი შეცვლის სამყაროს. მისმა პატარა გოგონამ თქვა, რომ მამიკო წავიდა იმისთვის, რომ დედამიწაზე რაღაცეები შეცვალოს”.
ოქროს სასახლის და დაკრძალვის ხარჯებიც, რომელიც უცხოურ პრესაში განხილვის საგნად იქცა ნაწილობრივ სპორტსმენმა ფლოიდ მეივეთერმა დაფარა.
46 წლის აფრო-ამერიკელი 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციამ სიგარეტის ყიდვისას დააკავა. მაღაზიის გამყიდველი დაეჭვდა, რომ ფლოიდმა ყალბი 20-დოლარიანი გადაიხადა. მან ფლოიდს სიგარეტის დაბრუნება სთხოვა, თუმცა ფლოიდმა უარი განაცხადა. ამის გამო თინეიჯერმა გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციელმა დერეკ შოვინმა ფლოიდი მიწაზე დააწვინა და მუხლი ყელზე დაადგა. ასეთ მდგომარეობაში ოფიცერს ფლოიდი თითქმის 9 წუთი ჰყავდა.
ფლოიდი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეო, სადაც ის არაერთხელ იძახის, რომ ვეღარ სუნთქავს, სწრაფად გავრცელდა. ოთხი პოლიციელი მეორე დღესვე სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო ერთი საპროტესტო ტალღის გავრცელების შემდეგ დააკავეს.