LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამის ასლი“ – 13 წლის ჰარპერი და 50 წლის ვიქტორია აბრეშუმის ტანისამოსში ბრწყინავენ – დედა-შვილის ემოციური ფოტოები

146
page

ვიქტორია ბექჰემის ჯილდოების ნუსხას კიდევ ერთი შეემატა. 50 წლის დიზაინერი, მოდის ინდუსტრიაში დამსახურებებისთვის, Harper’s Bazaar-მა „წლის ხელმძღვანელ ქალად დაასახელა“. საპატიო ჯილდო 4 შვილის დედას ერთადერთმა ქალიშვილმა, 13 წლის ჰარპერმა გადასცა.

ამ დღისთვის ვიქტორიამ სპილოსძვლისფერი აბრეშუმის ორეული აირჩია, ჰარპერი კი ღია ცისფერ, აბრეშუმის კაბაში იყო გამოწყობილი.

„შენით ძალიან ვამაყობ, ამხელა აუდიტორიის წინაშე, ასეთი გამბედაობითა და ელეგანტურობით გამოსვლა მარტივი სულაც არ არის“, – უთხრა ვიქტორიამ თავის უმშვენიერეს ქალიშვილს.

აღსანიშნავია, რომ 13 წლის ჰარპერი მართლაც საოცრად დამშვენებულია. ფოტოების გავრცელების შემდეგ, კომენტარები არ წყდება, გოგონას მამას, დევიდ ბექჰემს ამსგავსებენ:

„მამის ასლია“, „ძალიან დამშვენებულა“, „ულამაზესია“, „საოცრად დახვეწილი დედა-შვილი“.

გემოვნების ეტალონი – 50 წლის ვიქტორია ბექჰემის წარმოუდგენლად დახვეწილი „ლუქები“ Harper’s Bazaar-სთვის

13 წლის ჰარპერ ბექჰემი საოცრად დამშვენდა – ვარსკვლავური დედა-შვილის გლამურული გამოჩენა

ვარსკვლავური მამა-შვილის იტალიური ვოიაჟი გრძელდება – რა აცვია 10 წლის ჰარპერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები