LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამის მკვლელობისთვის შვილს 15 წელი მიუსაჯეს

76
15527-prisons-news

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მამის განზრახ მკვლელობისთვის შვილს 15-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მამის მკვლელობაში ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 23 იანვარს,  შვილმა მამას სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა.კ. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

ვანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საგამოძიებო მოქმედებები ვანში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

“ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, ბ.კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მამამისს ა.კ-ს ხელებითა და ფეხებით სცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ა.კ. თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბ.კ. 2019 წლის 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები