LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამხნევებს ხალხის სურვილი, ნახონ პარლამენტი როგორც სრულყოფილი და მრავალფეროვანი ორგანო: ნაცვლიშვილი IRI-ს კვლევაზე

64
ანა ნაცვლიშვილი

“ჩვენ ვიბრძვით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, მანდატები, რომელიც მოგვაკუთვნა ცესკო-მ, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევავსოთ სკამები, არამედ იმიტომ, რომ პარლამენტში შევიდეთ შესაძლებლობით –  მოვაგვაროთ საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს.” – პარტია “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ წარდგენილ კვლევის შედეგებს აფასებს.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გამამხნევებელია ხალხის სურვილი, პარლამენტი ნახონ როგორც ფუნქციური, სრულყოფილი და  მრავალფეროვანი ორგანო. მისი თქმით, სწორედ ასეთი პარლამენტისთვის იბრძვის “ლელო საქართველოსთვის”:

“ვეთანხმები იმ ნაწილს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ოპოზიცია, მათ შორის “ლელო” წარმოდგენილი იყოს პარლამენტში. მეტიც, იმიტომ მივიღეთ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა, რომ ჩვენი სურვილია სწორედ საპარლამენტო ფორმატში წარვმართოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ასეთი გულუბრყვილო წარმოდგენა, რომ პარლამენტში მხოლოდ ფიზიკურად ყოფნა მიაღწევს იმ მიზნებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. ამ კვლევაში ეს კარგად აისახა. ამიტომ ჩვენ ვიბრძვით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, მანდატები, რომელიც მოგვაკუთვნა ცესკო-მ, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევავსოთ სკამები, არამედ იმიტომ, რომ პარლამენტში შევიდეთ შესაძლებლობით, მოვაგვაროთ საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს.

მამხნევებს ხალხის სურვილი, პარლამენტი ნახონ როგორც ფუნქციური, სრულყოფილი, მრავალფეროვანი ორგანო. სწორედ ასეთი პარლამენტისთვის ვიბრძვით ჩვენ. განწყობილი ვართ, რომ ცივილიზებული მოლაპარაკების ფორმატის მეშვეობით განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი.” – თქვა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, IRI-მ კვლევის შედეგები გუშინ წარადგინა. კვლევაში ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 42 % კატეგორიულად არ ეთანხმება.

აშკარაა ჩვენი მოქალაქეების განწყობა, ბოიკოტს არ აქვს არანაირი საფუძველი: პაპუაშვილი IRI-ს კვლევის შედეგებზე

magti 5g