მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მდინარის ადიდების გამო, ადამიანები მეორე ნაპირზე ჩარჩნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ წუთებში, მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილზე 25 მაშველი მუშაობს. მათ მდინარის მეორე ნაპირიდან 7 ადამიანი დარჩათ გამოსაყვანი.