LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმის ინიციატივით გამოდის

142

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმის ინიციატივით გამოდის. ამ წუთებში მას პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე უსმენენ.

„ჩვენ მიერ ინიცირებულია დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმა, 2018 წლის ბოლომდე დაინერგება საგადასახადო ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების რეჟიმი, ადამიანური რესურსის ჩართულების გარეშე, რაც გააჯანსაღებს ბიზნეს გარემოს. 2018-2020 წლებში მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტი დაუბრუნდება ბიზნესს, ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ერთობლივად ავიღეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან,” – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დაწესდება დამატებითი შეღავათები, რაც მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება ქართული პროდუქციის წარმოებისათვის.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამართლიან წესებზე, ის მაგალითი, რომელსაც მე მოგიყვანთ, არის ამისი ყველაზე ნათელი გამოვლინება. ეს შეეხება ფარმაციის სფეროს. ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც, სამწუხაროდ, საქართველო გახადა იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა. მაგალითისთვის, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიან მიუღებელი, მით უმეტეს, ეს შეეხება ისეთ სენსიტიურ სექტორს, როგორიცაა ფარმაცია და წამლები. ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მიდის წამლების შესყიდვაზე, აქედან გამომდინარე, ჩვენი შემოთავაზება იქნება, გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-ს გადასახადისგან და ამით მათ თანაბარი პირობები შევუქმნათ, რომ გაწიონ კონკურენცია და მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, რაც მთავარია, კონკურენციაში შევიდნენ იმპორტირებულ საქონელთან,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

magti 5g