LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი – თეა წულუკიანი

70
1522067441954509

“მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი, მასთან მუშაობა ჩემთვის კომფორტული იყო”, – ამის შესახებ სიუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა მამუკა ბახტაძეს მუშაობის ხარისხისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში.

„მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი. მასთან მუშაობა, ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მინისტრისთვის, კომფორტული იყო. მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელმძღვანელობ ისეთ უწყებას, როგორიც არის იუსტიციის სამინისტრო. მნიშვნელოვანია, პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში. მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მუშაობის ასეთი ხარისხისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ დატოვა.  ის მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისია შეასრულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g