LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე – საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი დაიხვეწება

156

არსებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი დაიხვეწება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერობის კანდიდატის შეფასებით, ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. თუმცა, პრემიერის თქმით, რაც კეთდება საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით, სახელმწიფომ დაფინანსება უნდა გაზარდოს.

„საქართველოს ყველა მოქალაქე კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან, ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განიხილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელები და მექანიზმები, რათა დასაქმებულმა ადამიანებმა მეტი წვლილი შეიტანონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში.

გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეს; გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე. საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტიან მეთოდებს.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის. თუმცა, ეს არა არის საკმარისი და ამ მიმართულებით სახელმწიფომ უნდა გაზარდოს დაფინანსება,“ – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უპრეცენდენტო ჯანდაცვის მომსახურება გასწია, რაც ყველასთვის თვალსაჩინოა. ბახტაძის განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g