LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე – ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელი და ამორალურია

baxtadzemamuka2324

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალება ადამიანური ტრაგედიაა და ამაზე პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში, მოსახლეობის შეკითხვების პასუხისას განაცხადა.

პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.

„მოხდა ადამიანური ტრაგედია და ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელი და ამორალურია“, – განაცხადა პრემიერმა.

9 დეკემბერს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. ის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას სკოლის დირექტორზე ზეწოლად აფასებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები