LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა

982
4c9261496453de66b22c38bf05423aea

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე მამუკა ფანცულაია 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამუკა ფანცულაია 1967 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა.

„ნორჩი დინამოელის“ სკოლის გაზრდილია. ცეკვავდა სახელმწიფო ანსამბლში. 1985-1989 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“. სსრკ-ს ჩემპიონატში დებიუტი ქონდა 1985 წლის 30 ივნისს, სტუმრად „მეტალისტთან“ (0:1), 81-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. სულ 40 მატჩი ითამაშა, გაიტანა 4 გოლი ჩემპიონატში, 2 გოლი თასზე, სამი მატჩი ჩაატარა უეფას თსზე (187/88), 13 გოლი აქვს გატანილი დუბლების შემადგენლობაში.

1989 წლის მეორე ნახევარში 11 მატჩი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა ქუთაისის „ტორპედოში“.

საქართველოს ჩემპიონატში უთამაშია რუსთავის „გორდა/მეტალურგის“, „შევარდენის“, ზუგდიდის „ოდიშის“ შემადგენლობაში.

 

მამუკა ფანცულაია 80-იანი წლების თბილისის დინამოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თავდამსხმელი გახლდათ. 1985 წელს, საბჭოთა კავშირის 18-წლამდელების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში დუბლი შეასრულა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადაეცა. ის დღემდე ერთადერთი ქართველია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. სულ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

1987 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში ლიდერობდა.

1990 წელს 23 გოლით ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი (გია გურულთან ერთად) გახდა. არის 1990 წლის 27 მაისის ისტორიული მატჩის მონაწილე – ამ დღეს, საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველი თამაში ლიტვასთან ჩაატარა.

წლების განმავლობაში, მამუკა ფანცულაია საფეხბურთო აკადემია „ოლიმპის“ მწვრთნელი გახლდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g