7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება! – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მოთხოვნა იგივეა – „ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!“
„ლელო – ძლიერი საქართველო“ თეა წულუკიანს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
„მიტაცებული ხელისუფლების ქართველი ხალხისათვის დაბრუნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს“
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – 7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება!
ეს არის აღიარება, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ვერ აღწევს.
ეს არის აღიარება, რომ ოქტომბრამდე სინდისის პატიმრებს ვერ ათავისუფლებ.
ეს ნიშნავს, რომ მთელი მედიასივრცე და საზოგადოების ყურადღებაც ამ თემისკენ გადართო.
ჩვენი მოთხოვნა იგივეა – ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!
ეს არის დღეს მთავარი საკითხი!” – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.