„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს, „კი, ახალ საპარლამენტო არჩევნებს“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი „ქართულ ოცნებას“ ყველა დონეზე ჩააბეტონებს.
ტატა ხვედელიანი: „4 სექტემბრამდე წარმოვადგენთ კანდიდატებს, მაქსიმალურ ვადას ვიყენებთ, რათა საუკეთესოზე საუკეთესო კანდიდატები შევარჩიოთ“
„ორივე პარტია ვცდილობთ, წინასაარჩევნოდ კანდიდატებად მოვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც იქნებიან პარტიულად და პოლიტიკურად ნეიტრალურები“
„„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს, „კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.
არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე.
რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნების“ სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.
რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!
რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო“, – წერს ხაზარაძე.