ჩვენ არ დავუშვებთ არასდროს, რომ ოკუპანტს ბოდიში მოვუხადოთ, ასეთი რაღაც ვერ მოხდება საქართველოში. ჩვენ ვიცით ღირსება, ჩვენ ვიცით შერიგებაც, ვიცით მიტევებაც, მაგრამ ამას სჭირდება ორივე მხარის სურვილი , – ამის შესახებ ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი კაცის გადარჩენის ფორმულა არის ყოველთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა.
“რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? ბოლო წლების განმავლობაში სრულ იზოლაციაში მოაქცია ჩვენი მისწრაფება, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს უკავშირდება. სწორედ ეს იყო ილია ჭავჭავაძის ხედვა, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალ სივრცეში, დემოკრატიულ სივრცეში და ამის წინააღმდეგ წავიდა „ქართული ოცნება“. მათ უნდათ, რომ აკეთონ ფული, გაძარცვონ თქვენს მიერ შევსებული ბიუჯეტი, იყვნენ პუტინის და კრემლის მონა-მორჩილი. ეს არ მოხდება საქართველოში, იმიტომ, რომ ქართველი კაცის გადარჩენის ფორმულა არის ყოველთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ არ დავუშვებთ არასდროს, რომ ოკუპანტს ბოდიში მოვუხადოთ, ასეთი რაღაც ვერ მოხდება საქართველოში. ჩვენ ვიცით ღირსება, ჩვენ ვიცით შერიგებაც, ვიცით მიტევებაც, მაგრამ ამას სჭირდება ორივე მხარის სურვილი და არა ისე, როცა ოკუპანტს მოუხდი ბოდიშს და კიდევ რაღაც სისულელეებს დააყოლებ ზემოდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.