LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე – „ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი და სამი ახალგაზრდა ლიდერი რეჟიმის მსახურმა პოლიციამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა! – მოვითხოვ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“

189
მამუკა ხაზარაძე

„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაკავებული ირაკლი კუპრაძის და კიდევ სამი პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

პოლიციამ ირაკლი კუპრაძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

„სად უნდა წამოვიდე, პოლიციაში რატომ უნდა გადავიდე?“

“ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და სამი ახალგაზრდა ლიდერი, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე, რეჟიმის მსახურმა პოლიციამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა!მოვითხოვ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აქვე გაფრთხილებთ – ბიძინას პოლიციური ტერორი მალე დამთავრდება ამ ქვეყანაში და ყველა ამ უსამართლობაში მონაწილე პირი უმკაცრესად დაისჯება!” – წერს მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g