LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: „მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს“

164
სალომე ზურაბიშვილი, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია

„მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, იგი პრეზიდენტის მიერ ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას აფასებს.

„ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი უცხოპლანეტელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რომელი ქვეყნის პრეზიდენტია” – გურამ მაჭარაშვილი

„მე ჩვენ კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან ერთად, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია იმისათვის, რომ დავასრულო „ქართული ოცნების“ მმართველობა, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვალოთ ისინი მთავრობით, რომელიც ემსახურება საქართველოს, რომელიც მიგვიყვანს ევროპული მომავლისკენ. ამიტომ, ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ამ მიზნის ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას.

გუშინ მე განვაცხადე, რომ მზად ვარ, გადავდო წარსული საკითხები, პირადად შევხვდე გიორგი გახარიას და განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა საერთო ხედვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთად ვიმუშაოთ. გავუგზავნე მას პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით.

სამწუხაროდ, ასეთი პირადი ერთი-ერთზე შეხვედრის შესაძლებლობა დღეს ვერ ხერხდება, მიმაჩნია, რომ უპატივცემულობა იქნებოდა, თუკი ჩვენ პრეზიდენტს ერთობლივად შევხვდებოდით, ვიდრე არ გვექნება კონკრეტული ხედვა ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ.

პრეზიდენტი: „გაერთიანების გადაწყვეტილება „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია – საქართველოსთვის“ ხელშია – ხვალ ვეპატიჟები ორივეს, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი გაიმართოს“

„საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს.“

გვაქვს თუ არა რაიმე საერთო ვალდებულება ევროპული მომავლის მიმართ. მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მისი პოზიციის გამო“. – წერს მამუკა ხაზარაძე.

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

მე, ჩვენ, კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია იმისათვის, რომ დავასრულო…

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on Tuesday 17 September 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g