LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: სირთულეების მიუხედავად საბანკო სექტორი საკმაოდ სტაბილურია

78

”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით,  სირთულეების მიუხედავად საბანკო სექტორი საკმაოდ სტაბილურია. ამის შესახებ ხაზარაძემ მთავრობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

მისი თქმით, საქართველომ რთული წელი განვლო, რეგიონული და მსოფლიო მასშტაბით კრიზისი საკმაოდ სერიოზული იყო, რაც ერვონულ ვალუტაზეც აისახა.

”ქართულმა ეკონომიკამ ამას ღირსეულად გაუძლო. მთლიანობაში საბანკო სექტორი ძალიან სტაბილურია და განვითარებისთვის არის მოწოდებული. გამოვყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც ეკონომიკაზე საკმაოდ დადებითად აისახება. ეს არის ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკაშირთან და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყება ჩინეთთან. ვფიქრობ, ეს ორი ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, იმისა რომ საქართველოში შეიქმნას ლოჯისტიკური ცენტრი და მოგვენიჭოს ინდუსტრიული ჰაბის ფუნქცია. ამას ემატება უზარმაზარი პროექტი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. ეს არის  ანაკლიის პორტის და სავაჭრო თავისუფალი ზონის მშენებლობა. მივესალმები პრემიერის ინიციატივას, როცა მან ამ პორტს უწოდა აბრეშუმის პორტი. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ სწორედ აქ საქართველოში დაუკავშირდება ერთმანეთს ევროპა და აზია” – განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ”თიბისი ჯგუფი” ამ დროისთვის ანაკლიის პორტის თაობაზე სამთავრობო კომისიის მიერ გადაწაყვეტილების გამოცხადებას ელოდება. მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g