LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „ბრიტანეთის საელჩოს განცხადება გარკვეული თავდასხმაა, როცა რამდენიმე დღით ასწრებ „გრანტების“ შესახებ კანონის მიღებას და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია“

237
მამუკა მდინარაძე

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმად, საელჩოს უწევს გააუქმოს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება.

დიდი ბრიტანეთის საელჩო: „გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის გარკვეული თავდასხმა საელჩოს მხრიდან, რაც ძალიან ცუდია.

„დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება“ – დაახლოებით ამას ჰგავდა ის განცხადება, რაც ბრიტანეთის საელჩოსგან სამწუხაროა.

არის წესი, რომელსაც ქვეყანა ადგენს. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ, იცით, რომ მიმდინარე პროცესია. როდესაც რამდენიმე დღეში, წესით, კანონი უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად, შეგიძლია მიმართო ხვალ თუ ზეგ მთავრობას და თანხმობა მიიღო… თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გამცემს, როცა რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან ცუდი რამ“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g