LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „დაბადების დღეს ვულოცავ სამაგალითო ქართველ კაცს, ბიძინა ივანიშვილს!“

188
მამუკა მდინარაძე

„დაბადების დღეს ვულოცავ სამაგალითო ქართველ კაცს, ბიძინა ივანიშვილს!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს სხვა ისტორია შექმნა:

„დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომელმაც შექმნა საქართველოს სხვა ისტორია – ღირსეული, ამაყი, თავისუფალი და არა ვინმეზე დამოკიდებული, არა ვინმეს დავალებების შემსრულებელი, არამედ საკუთარი, ეროვნული ინტერესებით მოქმედი ქვეყნის უახლესი ისტორია!

ამასთან შეძლო ეჩვენებინა პერსონალური უკომპრომისობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის, როდესაც საქმე საკუთარ სამშობლოს ეხება!

უშეცდომოდ განსაზღვრა ყველა (დღევანდელი გადასახედიდან უალტერნატივო) პოლიტიკური სვლა, რომელიც წინა, ურთულესი წლების, საქართველოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვას ჭირდებოდა!

ამასაც უკვე უახლესი ისტორია ადასტურებს!“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომელმაც შექმნა საქართველოს სხვა ისტორია – ღირსეული, ამაყი, თავისუფალი და არა ვინმეზე…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on ორშაბათი, 17 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g