საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი გიორგი გახარიას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს მანდატებს გაუუქმებს.
ამის შესახებ მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და უპასუხა კითხვას: ვინაიდან გაჩნდა მოლოდინი, რომ გახარიას პარტიის წევრები შეიძლება, შესულიყვნენ პარლამენტში, თუმცა თავად აცხადებენ, რომ არ შევლენ, რას გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობა, გაუუქმებს მანდატებს თუ კიდევ დაუტოვებს შანსს ფიქრისთვის.
მდინარაძის თქმით, აღნიშნულს კანონმდებლობა, კერძოდ პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიიდან პირველ 12 ადამიანს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, უფლებამოსილება შეუწყდებათ, თუმცა, როგორც მანვე აღნიშნა, ვინაიდან გახარიას პარტიას სია არ აქვს ჩახსნილი, შემდეგი 12 ადამიანი, სურვილის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას შეძლებს.
გიორგი გახარია: „ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით – რადიკალური, რევოლუციური სცენარი გაახარებს მტრებს“
„ვინც თვლით, რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგვწონს, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის კარები ღია არის“.
„ეს ის კითხვაა, რომელზეც შეიძლება, რამდენიმე სიტყვაშიც კი რაღაც იპოვონ. გავუუქმებთ. დიახ. იმიტომ, რომ, რაღაც რომ ვთქვათ – აი, მდინარაძემ ასე თქვა და ესე იგი, არ აპირებენ… გავუუქმებთ – პირდაპირ გეტყვით, მოკლედ. კანონი, ეს რეგლამენტშია.
ოღონდ, ერთი მომენტია მანდ, ეს არ გაუხარდეთ ახლა, სია არ აქვთ ჩახსნილი, ის პირველი 12 ადამიანი ნამდვილად ვერ შემოვა, მათ გავუუქმებთ ანუ კიდევ უფრო ზუსტად – შევუწყვეტთ უფლებამოსილებას და შემდეგი 12 შემოვა, თუ სურვილი ექნებათ“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.