LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „ხმების ფარულობაზე რომ ლაპარაკობენ, ის კონვერტი იმიტომ არის, მელანი რომ გამოვა, კონვერტმა ვიღაცის თვალისგან დაიცვას“

139
მამუკა მდინარაძე

„საკუთარი ნაბოდვარი უკან შეუტრიალდათ [ოპოზიციას]. რეალურად რასაც ისინი ლაპარაკობენ, იმასთან არ გვაქვს საქმე. ჩვენ აღმოვაჩინეთ ხმების მოპარვის კონკრეტული ფაქტები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „რაც კი ხელისუფლებას დააბრალეს, ყველაფერი უკან უბრუნდებათ“.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ხმების მოპარვის კონკრეტული ფაქტები. რასაც ისინი აქეთ გვაბრალებენ, თურმე ყველაფერს თვითონ სჩადიან. გვაბრალებდნენ ძალადობას, მათი ჩადენილი ძალადობა დადასტურდა. ხმების მოპარვას გვაბრალებენ და მათ მიერ ჩადენილი ხმების მოპარვა ორ სქემად დადასტურდა. ბოლომდე ჩავყვებით.

რაც კი დაგვაბრალეს, ყველაფერი უკან უბრუნდებათ. პირობას ვაძლევთ, მართლა ბოლომდე ჩავყვებით. გამოძიება უნდათ, სიების გახსნა უნდათ, გავხსნათ ყველაფერი როგორც წესი და რიგია. მზად ვართ, ჩავყვეთ ბოლომდე თითოეული უბნის დონეზე. ჩვენ არ მოვეშვებით და ბოლომდე ჩავყვებით ამას თვეები და წელიც რომ დასჭირდეს…

„დარწმუნებით ვიცით, ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა კვალი, ამით დაირღვა კონსტიტუცია“ – საიას თავმჯდომარე ფარულობის დარღვევის სხვადასხვა პრაქტიკაზე საუბრობს

ხმების ფარულობაზე რომ ლაპარაკობენ, ის კონვერტი იმიტომ არის, მელანი რომ გამოვა, კონვერტმა ვიღაცის თვალისგან დაიცვას. დათვლის დროს რომ ამოიღებ, კი ბატონო, შეხედავ, რომ მელანი გამოჟონილია, მაგრამ თუ შეაცურებ, როგორც წესი და რიგია, ამხელა კონვერტი იმიტომ ადევს, რომ ფარულობა იყოს დაცული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილი: „მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს თუმცა პარტიებზე გადაბრალება, მხოლოდ ოლიგარქის რეჟიმს აწყობს“

„შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი… იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის“ – ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g