„მე მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს თუმცა პარტიებზე გადაბრალება ოლიგარქის რეჟიმს აწყობს მხოლოდ“, – ამის შესახებ ნათქვამია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სააკაშვილი ოპოზიციის მიერ 4 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრობს და წერს, რომ მას აქტიური მოქალაქეების სჯერა:
„ვინ უშლის ნებისმიერ თუნდაც მცირერიცხოვან ჯგუფს თვითონ გამოხატონ პროტესტი და არ დაელოდონ პარტიებს.
მე მჯერა რომ ასეთი აქტიური მოქალაქეები არსებობენ და მინდა მოვუწოდო მათ, რომ დაიწყონ პროტესტები უახლოეს საათებში და დღეებში.
ნიკა გვარამია: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით, მაინც გაგვიხარდება – არაფრის დამალვას არ ვაპირებ, ამიერიდან ყველაფერს ღიად ვიზამ“
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.
განსხვავებით 2003 წლიდან, ახლა სოციალური ქსელი იძლევა ბევრად უფრო სწრაფი დაორგანიზების საშუალებას. თუ მხოლოდ პარტიის ლიდერები იქნებიან ამ პროტესტის ავანგარდში, მათი განეიტრალება შედარებით ადვილი იქნება.
ახლა გადამწყვეტია მასობრივი თვითორგანიზაცია და თვითინიციატივა, პარტიებმა თავის საქმე აკეთონ, თქვენ თქვენი.
ასე რომ ნუ დაელოდებით ნურავის, ნუ შემოიფარგლებით ფეისბუქში უკმაყოფილების გამოხატვით გამოდით და შეეწინააღმდეგეთ დიქტატურას! დიქტატურა ვერ გაიმარჯვებს!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მე მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს თუმცა პარტიებზე გადაბრალება ოლიგარქის რეჟიმს აწყობს მხოლოდ….
Posted by Mikheil Saakashvili on Friday 1 November 2024