LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება, ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის

196
მამუკა მდინარაძე

„მე მინდა იცოდეთ ერთი რამ, რომ კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა არის და იქნება განსაკუთრებული პრიორიტეტი.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება და ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის.

მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა 6 წლის ვადით დაიკავა

მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85- მა წევრმა დაუჭირა მხარი.

„მე მინდა იცოდეთ ერთი რამ, რომ კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელი პარტიის, ჩვენი თუ სხვა პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, კორუფცია და მასთან ბრძოლა არის და იქნება პრიორიტეტი, განსაკუთრებული პრიორიტეტი. ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება და ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g