LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას – გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაც“

159
მამუკა მდინარაძე

„მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი“, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაც.

„მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებელს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე.

მამუკა მდინარაძე: „ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები“

ბუნებრივია, ჰეროინისა და მარიხუანას მოხმარებაზე ერთნაირი დამოკიდებულება არ იქნება. ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g