LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: ნარკოტიკების გაყიდვა გაუტოლდება მკვლელობას და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-იდან 20-წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა

218
მამუკა მდინარაძე

თუკი პირს დაუდასტურდება, რომ ჰყიდის ნარკოტიკს, სასჯელი უფრო გამკაცრდება და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-იდან 20 წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა“ – მამუკა მდინარაძე

„მარიხუანას გამკაცრება ეხება გაყიდვის მიმართულებით. გასაღებად აქამდე ითვლებოდა ყველანაირი სახის გადაცემა, ჩვენ კი შემოვიტანეთ გაყიდვის ცნება. შეგვიძლია ჩვენ მეორე ან პირველი მოსმენის დროსაც შევცვალოთ რაიმე, თუ იქნება შენიშვნა. შეიძლება ჩავწეროთ მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით გადაცემა, ან შეიძლება სხვა ფორმით, სხვა სიტყვებით იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში გულისხმობს რეალიზაციას და გარკვეული თანხის, ანაზღაურების მიღებას, რა სიტყვით გამოხატავთ ამას, არ აქვს მნიშვნელობა.

ზოგადი გასაღება ნიშნავს, რომ ნარკოტიკი ერთმა ადამიანმა მეორეს გადასცა უბრალოდ, აჩუქა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მეგობრები ერთმანეთს გაუყოფენ ნარკოტიკს და ესეც გასაღებაა. საკმაოდ მძიმე სასჯელი იყო ამაზე და რჩება ეს მძიმე სასჯელი, მაგრამ თუკი პირს დაუდასტურდება, რომ რეალიზება აქვს, ანუ ჰყიდის ნარკოტიკს, არსებული სასჯელები, კიდევ უფრო მკაცრდება და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-იდან 20-წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა. აღარ მაქვს საუბარი დიდ ოდენობასა და განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე, სადაც 14 და 16 წლიდან დაიწყება სასჯელები.

შეუვალი და მკაცრი იქნება სახელმწიფო, სასჯელი პრაქტიკულად გაუთანაბრდება მკვლელობას იმიტომ, რომ ადამიანი როდესაც ნარკოტიკულ საშუალებას ჰყიდის, დროთა განმავლობაში, განგრძობითად კლავს ბევრ ადამიანს. ამიტომ ეს ჩვენ მიერ განხილულია, როგორც მკვლელობა, ოღონდ მასობრივი და სახელმწიფო ამის მიმართ იქნება შეუწყნარებელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

„მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g