„დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამავდროულად, ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ტემპითაც“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე: „პარტია „ქართული ოცნება“ სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის – ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში“
„ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შარშან ჩვენ გავიმარჯვეთ რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში, რამაც საქართველოს მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნა.“
მან ასევე, ყრილობის მონაწილეებს პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გააცნო და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარუდგინა.
„ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხთან ერთად, მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამავდროულად, ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ტემპითაც.
ირაკლი კობახიძე – „ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ამ ყველაფრისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13 წლიანი მშვიდობა“
კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ერთ ოჯახად შეკრულ გუნდს, ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს საკუთარი სამშობლოსა და მისი განვითარებისთვის ბრძოლის ამ პრინციპულ გზაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე აირჩია.