რადგან სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში არ მიდის, მიდის პროცესზე, ასე გამოდის. „შემეშინდა“, რომ კონსტიტუციური დავის ფარგლებში არ დაჩაგროს ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტი და მისი მხარე ვერ მოიფიქრებენ რელევანტურ არგუმენტს, რითაც შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გამართლდეს.
„შეიძლება არ იყო კონსტიტუციონალისტი, მაგრამ იყო მართალი. არც მართალი რომ არ ხარ, შანსები ნულის ტოლიც ბევრია, ნულს ქვემოთაა შანსები.
ბოლო დღეებში ვნახეთ სპეკულაციური მესიჯი, დიახ 52-ე მუხლში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ასრულებს, მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის თანხმობით, ამაზე არავინ დავობს, მართლაც წერია კონსტიტუციაში. ახლა მოიგონეს, რომ ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომ „ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს ევროპული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. აქ ტოვებენ მთავარ ფრაზას „თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“. ეს ფრაზა რომ არ ეწეროს, ყველაფერი აირეოდა.
უკვე მარაზმში გადავდივართ, რომ ვერ გავარკვიეთ, ვერც ოპოზიცია და ვერც ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის დეპუტატი იმაში, რომ ეს არ არის პრეზიდენტის საქმე თუ ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობა ნებართვას არ მისცემს. ამაზე უნდა იდავონ საკონსტიტუციო სასამართლოში და ძალიან მაინტერესებს რა უნდა თქვას. წინასწარ გეტყვით, რომ მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია იქნება. პრეზიდენტი და მისი მხარე სამართლებრივ არგუმენტს ვერ წარმოადგენენ, ვერ მოიფიქრებენ რელევანტურ არგუმენტს, რითაც შეიძლება გამართლდეს პრეზიდენტის ეს საქციელი. ეს არის ხვალინდელი დღის მოლოდინი“,- განაცხადა მდინარაძემ.