LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა“

149
მამუკა მდინარაძე

„ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა. თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ, და ამის თქმა ცოტა მძიმეა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ექვსი ოპოზიციური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს – „გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავერთიანდეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მომავალ არჩევნებში“

მამუკა მდინარაძე ექვსი ოპოზიციური პარტიის მიერ „ერთიანობის დეკლარაციაზე“ ხელის მოწერას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული პარტიები მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ:

„ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს…

ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს უწოდებდა, მისი დავალების მიმცემი გახდა. დავალების მიმღებისგან დავალებებს იღებს. მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის. რა თქმა უნდა, ისინი თავის თოჯინას მხარს დაუჭერენ. როგორც თოჯინების თეატრშია, ერთი-ერთში, რა მოძრაობასაც ისინი ვერბალურად ახორციელებენ, ზუსტად იმავე ტრაექტორიით მოძრაობს სალომე ზურაბიშვილი. ხელს როგორც გააქნევენ ჩვენი „ნაცი“ ოპონენტები, ზუსტად იმავეს იმეორებს სალომე ზურაბიშვილი. დააკვირდით, საერთო მესიჯბოქსში არიან“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

magti 5g