LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს

116
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვენების მხრიდან დაწესებული სანქციები არაფერს ნიშნავს.

ამის შესახებ მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„ეს სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერ ნიშნავს. ევრობიუროკრატებიდან, სადაც „დი ფსთეითებია“ ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა, უფრო მეტიც შეიძლება იყოს, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე – ევროპელებმა, ამერიკელებმა, ქართველებმა, მათ შორის, ყველამ ერთად დავინახეთ სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს, საით არის სიმართლე და ეს სანქციები რას ემსახურება. ვიდრე სიმართლე ხელის გულზე გამოვიდოდა, ეს სანქციები არ იყო საშიში, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა, დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებდა, ამ ყველაფრის მიუხედავად და დღეს, მით უმეტეს, ამის პრობლემა არ არის “,- განაცხადა მდინარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g