LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე  – „სკეტჩის” არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? – ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს, გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ?

126
qomrkdn1l3jp60d (2)

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ 60-მდე ქართველის დასანქცირებას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმიანება.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში.

„ამ შემთხვევაში ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირზე. ერთმანეთში არიეს, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციელები, პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა ერთი მხრივ, ინსტიტუტის შეურაცხყოფა მეორე მხრივ და მესამე მხრივ, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა, არაფორმალური გავლენებით. რა შეიცვალა იმის მერე, რაც თქვეს, რომ 30 ადამიანი დავასანქცირეთ? – ერთადერთი რამ შეიცვალა, არჩევნები მოახლოვდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავს და შეიძლება კიდევ უფრო მძაფრ სხვადასხვა რეაქციებს განცხადებების სახით..

ჩანტლაძის ცნობილი „სკეტჩის” არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? ადგნენ და თქვან დავასანქციერეთ ესა და ეს 60 ადამიანი. არ შეიძლება, რომ ამხელა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები სასაცილო იყოს. ძალიან უხერხულია. ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს. გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ ამას? რას ეხვეწებიან აქედან ისეთს? – ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და იქნებ დაასანქციროთო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები